ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ქრისტეს შობას აღნიშნავს

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს ქრისტესშობას აღნიშნავს. დღესასწაულს მილიონობით მორწმუნე ზეიმობს. ქრისტეს დაბადებას დღეს ყველა იმ ეკლესიის წარმომადგენელი ხვდება, ვინც ამ თარიღს გრიგორიანული კალენდრით ითვლის.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, იმედისა და ნდობის თემატიკით, 2025 წელი რომის პაპმა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში წმინდა კარის გახსნით დაიწყო. დღეს პაპი ფრანცისკე რომსა და მსოფლიოს ტრადიციული სიტყვით, „ურბი ეთ ორბით“ მიმართავს.

კათოლიკეებთან და პროტესტანტებთან ერთად, ქრისტეს შობას დღეს მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილიც ზეიმობს, მათ შორის კონსტანტინოპოლის, ანტიოქიისა და ალექსანდრიის. მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქი კი, რომელიც ბიბლიურად სწორედ იესო ქრისტეს დაბადების ადგილია, ამ დღესასწაულს წელსაც ომის ფონზე აღნიშნავს.