სახარების რწმენის ეკლესიამ, რომელსაც ასევე ორმოცდაათიანელებს უწოდებენ, საზეიმო საშობაო ლიტურგია თბილისის მთავარ ტაძარში ჩაატარა. ლიტურგია რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა – ქადაგება, ფსალმუნთა კითხვა და საგალობლების შესრულება. ორმოცდაათიანელების სახელწოდება ამ ეკლესიის დაფუძნებას უკავშირდება, რომელიც უდიდეს საუფლო დღესასწაულზე მოხდა. ეს არის აღდგომიდან 50-ე დღე, როცა სულთმოფენობა აღინიშნება. სული წმინდას გადმოსვლა მოციქულებზე იესო ქრისტეს აღდგომიდან 50-ე დღეს მოხდა.