ქონების გადასახადის მოქმედი ზღვარი გადაიხედება
ქონების გადასახადის მოქმედი ზღვარი გადაიხედება. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ეს საკითხი საშემოდგომო სესიაზე გადაწყდება, იქამდე, სანამ მოქალაქეებს ქონების გადასახადის დეკლარირება მოუწევთ. კონკრეტულად, ცვლილებების როგორ პაკეტს შეიტანს ფინანსთა სამინისტრო საკანონმდებლო ორგანოში, ჯერ ცნობილი არ არის, განიხილება რამდენიმე მოდელი. დეპუტატების ინფორმაციით, ამ დროისთვის დოკუმენტები კვლევასა და ფინანსურ დასაბუთებას გადიან.