ქონების დაბრუნება

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, სამეგრელოს რეგიონში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის 13 ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულთა უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

დეპარტამენტი მიმართავს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, რათა 13 დაზარალებულ მოქალაქეს, დაუბრუნდეს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე დარიცხული მიწის ნაკვეთები. რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ, მათ მიმართ შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს.