საქართველოს პროკურატურისა და გერმანული მხარის თანამშრომლობით გახსნილი ტრანსნაციონალური დანაშაული, რომელშიც დავით კეზერაშვილი ფიგურირებს, ისევ ურთიერთბრალდებების თემაა. ოპოზიციის ნაწილისთვის საგამოძიებო უწყების მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ პოლიტიკური დევნაა. ნაწილი ყურადღებას საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ამახვილებს. ნაწილი კი ამ საქმეში კეზერაშვილისა და „ქართული ოცნების“ თანამშრომლობის კვალს ხედავს. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, კითხვები არ აქვთ მმართველ გუნდში.
„ქართულ ოცნებაში“ აინტერესებთ, რატომ გადაადგილდება ბრალდებული დავით კეზერაშვილი თავისუფლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მათივე თქმით, კეზერაშვილის ქმედებები ქვეყანაში დესტაბილიზაციას ემსახურება.