ქართველი მოკრივის საქმე

რინგიდან პატიმრობაში. ქართველ მოკრივეს, მსოფლიო ჩემპიონს ავთანდილ ხურციძეს ათწლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამერიკელი სამართალდამცველები დაკავებულს თაღლითობასა და რეკეტში ადანაშაულებენ. თუმცა, ამ ბრალდებებზე თავად ხურციძეს განსხვავებული პოზიცია აქვს.

ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება ხურციძეების ოჯახისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ოჯახს მიაჩნია, რომ ქართველი სპორტსმენის გარშემო ეს პროცესი სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ პატიმრობაში ყოფნით მისთვის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოერთვათ.

ოჯახი და ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ, ამისთვის მათ 14-დღიანი ვადა აქვთ.