ნაფიცმა მსაჯულებმა ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს

ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. მაყვალა ხუციშვილი აპირებს, დახმარების თხოვნით, საქართველოს ხელისუფლებას მიმართოს.

ნიუ იორკის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს.

რამდენწლიან პატიმრობას მიუსჯის მოსამართლე ხურციძეს, ეს 21 სექტემბერს გახდება ცნობილი. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით,  ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია და ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს რეკეტსა და ფინანსურ თაღლითობასთან დაკავშირებულ ბრალდებებში.