ავთანდილ ხურციძის საქმე

შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი, რაჟდენ შულაია ციხეში დაჭრეს.

ბრუკლინის ციხეში მომხდარი ინციდენტის შესახებ გამოცემა „ქრაიმრაშას“ ფედერალურ სასამართლოში შულაიას თარჯიმანმა განუცხადა. ინციდენტის მიზეზები ამ დრომდე უცნობი რჩება.

თავდაპირველად კონფლიქტი შულაიასა და ლათინოამერიკული კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს შორის მოხდა. წყაროს ინფორმაციით, ხურციძე სახის არეშია დაჭრილი. სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ შულაია და ხურციძე კარცერში მოათავსეს.

„მოამბე“ კრივში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონის დედას ტელეფონით ესაუბრა. მისი ინფორმაციით ხურციძე თავს კარგად გრძნობს.