ქართველი ფეხბურთელები თურქეთში

15:12, 07.02.2023

თურქეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები და იქ შეკრებაზე მყოფი ქართული კლუბების წევრები და მსაჯები უსაფრთხოდ არიან. ამის შესახებ პირველ არხთან ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ისაუბრა. მისი ცნობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კავშირზეა თურქეთში მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელებთან, ქართულ კლუბებთან და მსაჯებთან, რომლებიც ამჟამად საწვრთნელ პროცესს გადიან. საბედნიეროდ, არც ერთი მათგანი ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ყველაზე რთული ვითარება საფეხბურთო კლუბ „ჰატაი-სპორშია“, სადაც ქართველი ლეგიონერი საბა ლობჟანიძე თამაშობს.

მისი ოთხი თანაგუნდელი მიწისძვრის შედეგად დაშავდა, სპორტულ დირექტორს კი ჯერ ისევ ეძებენ.

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთსა და სირიაში

 

მსგავსი