ქალაქ უხანში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების მთავარ კერად ითვლება, საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება. ჩინეთში საქართველოს ელჩის განმარტებით, ისინი უსაფრთხოდ არიან. დიპლომატიური უწყება მათთან მუდმივ კონტაქტზეა და არსებული ინფორმაციით, ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შორის ახალი კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ქალაქ უხანში კი დროებით შესვლა-გასვლა აკრძალულია და კარანტინია გამოცხადებული. ქართველი დიპლომატი მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში, საელჩოს ცხელი ხაზის საშუალებით დაუკავშირდნენ.