ქართული ენის სწავლება უმაღლეს სასწვლებლებში სავალდებულო ხდება

უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება სავალდებულო ხდება. ცვლილებები შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი პირველი მოსმენით იწყებს მსჯელობას. ქართული ენის სწავლება სავალდებულო უმაღლეს სასწავლებლებში 2005 წელიდან აღარაა. უნივერსიტეტებში მშობლიური ენის სწავლების ვალდებულება მხოლოდ ფილოლოგიის ფაკულტეტზე მოქმედებს, სხვა მიმართულებებზე კი შერჩევითი საგნების ჩამონათვალშია. საკანონმდებლო წინადადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს, ნანა მაჭავარიანსა და გიორგი გოგოლაშვილს ეკუთვნით.