ქართული ენის სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში
უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებების განხილვა დაიწყო.
ინიციატივა, რომელიც უნივერსიტეტებში ქართული ენის სავალდებულო სწავლების აღდგენას ითვალისწინებს, საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ ქართული ენის დღეს დარეგისტრირდა და უახლოეს მომავალში კანონად იქცევა. შესაბამის ცვლილებებს განათლების კომიტეტზე მხარი ერთხმად დაუჭირეს. შედეგად, წინა ხელისუფლების დროს, 2005 წელს გაუქმებული ჩანაწერი ქართული ენის სავალდებულო შესწავლის შესახებ, კანონში ისევ დაბრუნდება და მიმდინარე წლის სექტემბრიდან ამოქმედდება. 20 წლიანი წყვეტის შემდეგ წელს იქნება პირველი სასწავლო წელი, როდესაც ფილოლოგის ფაკულტეტის სტუდენტების გარდა ქართულ ენას სხვა ფაკულტეტის სტუდენტებიც სავალდებულო საგნად ისწავლიან. მანამდე კანონპროექტის განხილვა პლენარული სესიის ფორმატში მოხდება.