ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
 ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, „აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა, დამსწრე საზოგადოებას ქართული ენის დღე მიულოცა და ქართული ენის დაცვისა და განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. თეა ახვლედიანმა მიმოიხილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით „ქართული ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის“ შედეგები და გამოვლენილი ტენდენციები.
კვლევის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის ცოდნის დონე უმჯობესდება და წლიდან-წლამდე მატულობს სახელმწიფო ენის მცოდნეთა რაოდენობა, რაც ძირითადად სტრატეგიის ფარგლებში გათვალისწინებული მექანიზმებისა და პროგრამების დანერგვას უკავშირდება.
ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის პოპულარიზაციისა და ცოდნის მნიშვნელობაზე, დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს განათლების მინისტრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და განათლების, კომიტეტების თავმჯდომარებმა, ასევე სახალხო დამცველმა და ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. კვლევის შედეგების შესახებ მოკლე ანგარიში დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა. კვლევა გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციის „საზოგადოებრივი დამცველის“ მიერ მომზადდა.