ქართული დამწერლობის დარბაზი 

21:50, 14.04.2025

დედაენის დღის 35-ე აღნიშვნა განსაკუთრებული მნიშვნელობის აღმოჩნდა ეროვნული ბიბლიოთეკისთვის, სადაც ახალი სივრცე მოეწყო.

ქართული დამწერლობის ისტორიის ამსახველი მასალები და უნიკალური დოკუმენტები ახალ საექსპოზიციო დარბაზში განთავსდა. ბიბლიოთეკის სარდაფში, მიწით დაფარულ ადგილზე წელიწადნახევრიანი სამუშაოების შემდეგ ქართული დამწერლობის დარბაზი გაიხსნა. პირველი გამოფენა ქართული ენის დღეს მიეძღვნა.

მსგავსი