იტალიელი რეჟისორის თვალით დანახული გამოწვევა, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.
ემიგრაციას და ემიგრანტების ცხოვრების თaანამდევ სირთულეებს ეხება ახალი თეატრალიზებული წარმოდგენა, რომელიც ქართული და იტალიური თეატრების ერთობლივი შემოქმედებაა. მსახიობებმა დოკუმენტური თეატრის ჟანრში იმუშავეს, სცენარი რეალურ ისტორიებზეა აგებული.
ორი თეატრალური დასის თანამშრომლობის შედეგს ფესტივალ საჩუქარის სტუმრები 26 ოქტომბერს ნახავენ. სამომავლოდ სცენარის ადაპტაცია და სპექტაკლის იტალიაში ჩვენება იგეგმება.