პურის ფასის მატება უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი არ არის. აცხადებს „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე. მალხაზ დოლიძის თქმით, რუსეთიდან საბაჟოზე გაძვირებულია ხორბლის ნედლეულის გადასახადი, თუმცა აღნიშნული არ ეხება ფქვილის შემოტანას.
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი კი ამბობს, რომ წლის ბოლოს სრულდება ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამა ქარხნებისთვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პურის ფასის მატება ახალი წლის შემდეგ.