პროტესტი ირანში - მსხვერპლთა რიცხვი იზრდება

პროტესტის მე-14 დღე ირანში. ბოლო მონაცემებით, აქციების დროს დაღუპულია 116 ადამიანი, მათ შორის 38 უსაფრთხოების თანამშრომელია.  მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულთა შორის შვიდი 18 წლამდე ასაკის იყო. დაკავებულია სულ მცირე 2638 ადამიანი. საპროტესტო აქციებმა ირანის 31 პროვინციის 185 ქალაქი და დასახლება მოიცვა. პარალელურად, ინტერნეტზე წვდომა ირანში უკვე 60 საათზე მეტია შეზღუდულია. გავრცელებული ცნობებით, შეზღუდვა საერთაშორისო სატელეფონო ზარებსაც ეხება. ირანის კომუნიკაციების სამინისტროში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება „ქვეყანაში არსებული ვითარების“ გამო მიიღეს. შეგახსენებთ, რომ ირანში აქციები 28 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა ირანული ვალუტის გაუფასურების გამო უკმაყოფილება გამოეხატათ, მოგვიანებით კი მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ და პროტესტმა მასშტაბური სახე მიიღო.

თეირანის პასუხი ტრამპს