თეირანის პასუხი ტრამპს

ირანში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების ნებისმიერ თავდასხმას თეირანისგან პასუხი მოჰყვება. ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად-ბაგერ ქალიბაფმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები და ისრაელი „ლეგიტიმური სამიზნეები“ გახდებიან, თუ ამერიკა ირანს დაარტყამს. მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლება დემონსტრაციების ძალადობრივი ფორმით ჩახშობას თუ განაგრძობს, შეერთებული შტატები ამას მძიმე შედეგებით უპასუხებს. ამასთან, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციები განიხილა.