პროფკავშირების სარჩელი

„ჭიათურა მენეჯმენტ ქომფანის“ პროფკავშირები უპირისპირდება. პროფესიული კავშირების გაერთიანება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს და მოუწოდებს, რომ კომპანიის სარჩელი წარმოებაში არ მიიღოს. პროფკავშირები „სიემსის“ კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევაში ადანაშაულებს და კონკრეტულ პუნქტებზე ამახვილებს ყურადღებას.

„ჭიათურა მენეჯმენტ ქომფანიში“ კი პროფკავშირების ბრალდებას უსაფუძვლოს და აბსურდულს უწოდებენ. ცნობისთვის, მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტის შემდეგ, საბოლოო ლიკვიდაციის გამოცხადების მიზნით, კომპანიამ სასამართლოს ორი დღის წინ მიმართა. საუბარია გადახდის უუნარობის საქმის წარმოებაზე.

პროტესტი ჭიათურაში