უკვე მე-16 დღეა, ჭიათურაში პროტესტი მიმდინარეობს. „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული მაღაროელები ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღებას ითხოვენ და ამ მიზნით ორშაბათს ჭიათურის მერიის პიკეტირებას აპირებენ. ამბობენ, რომ პროტესტს მშვიდობიანი ფორმა ექნება და შენობაში არცერთ თანამშრომელს არ შეუშვებენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, კომპანიამ დაფაროს სამი თვის დავალიანება, მაღაროების მართვა სახელმწიფომ გადაიბაროს და საწარმოო პროცესი აღდგეს.
საწარმოს მმართველი კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტ ქომპანი“ კი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და ამბობს, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს. მიზეზად 7 მარტს გავრცელებულ განცხადებაში კომპანიამ ფინანსური პრობლემები და წამგებიანი წარმოება დაასახელა.
მარიამ ბერძენიშვილის რეპორტაჟი ჭიათურიდან.