„ფაბრიკის“ საგამოფენო სივრცეში პროექტ „სპორტფოტოს“ მერვე ეტაპი მიმდინარეობს. ტრადიციული პროექტი, რომელიც რამდენიმე ნაწილად იმართება, სტარტს თბილისიდან აიღებს და თავდაპირველად, 2021 წლის სპორტულ შედეგებს 140 ფოტოკადრში შეაჯამებს. „სპორტფოტოს“ მიზანი განვლილი წლის მნიშვნელოვანი სპორტული ფოტომატიანეს შექმნაა.