პროექტი „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო -1700“

21:58, 16.09.2026

კიდევ ერთი კლასიკური მუსიკის საღამო, რომელიც ისტორიულ თარიღს ეძღვნება.

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით კონსერვატორიაში მორიგი კონცერტი მზადდება. პროგრამაშია ცნობილი ნაწარმოებების შესრულება, აჟღერდება ზვიად ბოლქვაძის მუსიკალური ნაწარმოები – მონოლოგი ოთარ ჭილაძის ტექსტების და ლექს „საფეხურების“ მიხედვით. სცენაზე იქნება ორი ორკესტრი.

სპეციალურად ამ მუსიკალური საღამოსთვის, ეროვნული სიმფონიური და ოპერისა და ბალეტის ორკესტრები გაერთიანდა. კონცერტს ზვიად ბოლქვაძე უდირიჟორებს. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში კლასიკური მუსიკის კიდევ არაერთი კონცერტია დაგეგმილი.

მსგავსი