პაციენტთა დარღვეული უფლებები – ჯანდაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია ცალკეულ საავადმყოფოებში მოქალაქეთა ინფორმირებულობის წესის იგნორირების მზარდ ტენდენციაზე მიუთითებს. იგულისხმება მკურნალობის ალტერნატიული მეთოდებისა და შესაძლო გართულებების შესახებ დოკუმენტაცია, რომელიც ცალკეული სამედიცინო მომსახურების მიღებამდე თუ ქირურგიულ ჩარევამდე, პაციენტთან უნდა გაფორმდეს. თუმცა, მონიტორინგი აჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში, პროცედურას ფორმალური ხასიათი აქვს. ამ დასკვნამდე არასამთავრობო ორგანიზაცია პაციენტების გამოკითხვის შემდეგ მივიდა.