ჭიდაობის ფედერაციის ირგვლივ შექმნილი ვითარება უცვლელია. დაპირისპირება გრძელდება. ზურაბ დათუნაშვილის მოთხოვნის მიუხედავად, ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე თანამდებობას ინარჩუნებს, ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი კი სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის უფლებას ითხოვს.
11 იანვრის ინციდენტი, რა დროსაც მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, დღეს პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს. სხდომის პარალელურად, დათუნაშვილის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა.
გეგი კიკაბიძე დეტალებით.