პრეზიდენტის ვიზიტი

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ლატვიაში დასრულებულია.

დღის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი ლატვიელ კოლეგას, პრემიერ მინისტრსა და სეიმის სპიკერს შეხვდა. პრეზიდენტმა რიგის ოკუპაციის მუზეუმიც დაათვალიერა და ლატვიის მე-6 პრეზიდენტს, ქვეყნის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ესაუბრა.საქართველო და ლატვია ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, პოლიტიკურ ასპარეზზე კი ოფიციალური რიგა, რუსული აგრესიის დაგმობის პარალელურად, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერას განაგრძობს.

ლატვიაში მარიამ მენაბდე მუშაობს.