პრეზიდენტის ვიზიტი

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ლატვიაში იმყოფება.

სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა კოლეგას, პრეზიდენტ რაიმონდს ვეიონისს. ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატებში, მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბრის ძირითადი თემები უსაფრთხოება და თავდაცვის მიმართულებები იყო. ცნობილი ხდება, რომ ლატვია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში საკუთარ წარმომადგენლობას გაზრდის.

მარიამ მენაბდე დეტალებით.