პრეზიდენტის განცხადებას სააკაშვილის განაჩენთან დაკავშირებით აფასებენ მმართველ გუნდში - ეკა ბესელია მარგველაშვილს შეკითხვით მიმართავს

პრეზიდენტის მრჩეველის განცხადებამდე, კომენტარები გაკეთდა მმართველ გუნდში. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  მარგველაშვილის გუშინდელ შეფასებებს გამოეხმაურა და პრეზიდენტს შეკითხვით მიმართა, უნდა ჩაითვალოს თუ არა პოლიტიკური თანამდებობის პირი დამნაშავედ, თუ ის საკუთარ უფლებამოსილებას მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით გამოიყენებს.

მარგველაშვილისა და ოპოზიციის განცხადებებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე.