გასული წლის მარტში დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დატოვებს. 22 წლის ახალგაზრდას სასამართლომ გუშინ ცხრა წელი მიუსაჯა, თუმცა, მალევე ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა ის შეიწყალა. სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას „ქართულმა ოცნებამ“ დანაშაულის ტოლფასი უწოდა, ოპოზიციამ კი მოუწოდა პრეზიდენტს, რომ კიდევ გამოიყენოს დისკრეციული უფლება და მიხეილ სააკაშვილიც გაათავისუფლოს.
ჯერჯერობთ უცნობია კონკრეტული თარიღი, როდის გამოუშვებენ ლაზარე გრიგორიადისს ციხიდან, ის ახლა პრეზიდენტის ოფიციალურ ხელმოწერასა და პროცედურების დასრულებას ელოდება.