პრესკონფერენცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

ორგანიზაციამ „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“, ჯანდაცვის სამინისტროს წინ პრესკონფერენცია გამართა.

იშვიათი გენეტიკური დაავადების ბავშვების მშობლები ითხოვენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მოხდეს რამდენიმე ახალი მედიკამენტის დაფინანსება, მათ შორის ეს არის გენური თერაპია. მშობლების ინფორმაციით, დაავადება პროგრესირებადია და დროულად საჭიროებს მკურნალობის პროცესში დამატებით შესაბამისი მედიკამენტების ჩართვას. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ასეთი დიაგნოზით ქვეყანაში 100-მდე ბავშვია. მშობლები ასევე, ჯანდაცვის მინისტრს ხვდებიან.