პრემიერის მიმართვა რუსეთს

ოფიციალური თბილისი მოსკოვიდან პასუხს ელოდება.

არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამო რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს პრემიერი მიმართავს და რთული სიტუაციის დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს. მთავრობის მეთაური 2008 წლის ომის შემდგომ შექმნილ მძიმე ვითარებას უსვამს ხაზს და მზად არის, პროგრესის მისაღწევად ჟენევის მოლაპარაკებებში პირადად ჩაერთოს.

პოლიტიკურ წრეებში განცხადებას არაერთგვაროვნად ხვდებიან. ოპოზიციას პრემიერ-მინისტრის ტონი არ მოსწონს, ოპონენტთა შენიშვნები განსაკუთრებით მიმართვის იმ ნაწილს ეხება, სადაც გონივრული ნაბიჯების გადადგმაზეა საუბარი.

ოპოზიციური პარტიებისგან გასხვავებით, მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ გიორგი კვირიკაშვილის გზავნილებს კონკრეტული შედეგები მოჰყვება.

შორენა ხვიჩია მუშაობდა თემაზე.