საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგაოდების მოთხოვნებზე რუსეთის პასუხს ელდება საგარეო საქმეთა მინისტრი.
განცხადება ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელისუფლებისადმი გიორგი კვირიკაშვილის მიმართვის შეფასებისას გააკეთა. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის მიმართვა კონკრეტულ გზავნილებს შეიცავს კონკრეტულ ფორმატებთან დაკავშირებით.
მიმართვას რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელიც ეხმაურება. ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ გიორგი კვირიკაშვილმა რთული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი გადადგა, რასაც შესაძლოა არა მხოლოდ არჩილ ტატუნაშვილის საკითხის მოგვარება, არამედ 2008 წლის ომის შემდგომ არსებულ რთულ ვითარებაში გარღვევაც მოყვეს.
შეგახსენებთ, გიორგი კვირიკაშვილმა რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯების გადადგომისკენ რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას განცხადებით დღეს მიმართა.