პრემიერის გზავნილები

სახელმწიფოს მიერ ონკოლოგიური დაავადების მქონე 300 ბავშვის მკურნალობა მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში სრულად დაფინანსდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების საკითხზე და პრეპარატზე, რომლის შემოტანასა და სახელმწიფოს მიერ შესყიდვას ითხოვენ მათი მშობლები. მთავრობის მეთაურის განმარტებით, თანხის მობილიზების მხრივ პრობლემა არ არსებობს, თუმცა, სანამ მისი ქვეყანაში შემოტანა მოხდება, მიმდინარეობს მედიკამენტის უკუჩვენებების შესწავლა.

ანა ბროლაძე დეტალებით.