პრემიერის განცხადება მთავრობის სხდომაზე

21:11, 10.05.2018

თვეების წინ შეჩერებულ და შემდეგ გადავადებულ სადავო რეფორმას პრემიერი ეხმაურება.

მთავრობის მეთაური ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიზნებზე საუბრობს და ამბობს, რომ კანონს ორი ძირითადი გზავნილი უნდა ჰქონდეს -სახელმწიფოს ჰუმანური დამოკიდებულება ნარკომომხმარებლების მიმართ და უმკაცრესი მიდგომა ნარკოტიკების რეალიზატორების მიმართ.

მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთი სიახლის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც არალეგალური მიგრაციის პრევენციას და უცხოელებზე დროებითი ბინადრობის მოწმობების გაცემას ეხება. ცვლილების მიხედვით, პროცედურა მკაცრდება.

 

მსგავსი