უკრაინის აღდგენის კონფერენცია ბერლინში და საქართველოს მხარდაჭერის მორიგი დადასტურება. ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში დასრულდა. დელეგაციის წევრებთან ერთად, ირაკლი კობახიძე გალამიღებას დაესწრო, რომელიც გერმანიის პრეზიდენტის სახელით უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილე სახელმწიფოების ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.
პრემიერი ესაუბრა შტაინმაიერს, ის ასევე სიტყვით გამოვიდა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, რომელსაც ოლაფ შოლცი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უძღვებოდნენ. ირაკლი კობახიძემ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა.