პრემიერი Columbia Group-ის პრეზიდენტს შეხვდა

15:09, 07.09.2026

საზღვაო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი Columbia Group-ის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. ისაუბრეს პარტნიორობის განვითარების დინამიკაზე. აღინიშნა კომპანიის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს საზღვაო სექტორის მზარდაჭერასა და ქართველი მეზღვაურების დასაქმებაში. ყურადღება გამახვილდა ტვირთ-ნაკადის მზარდ დინამიკაზე და ქვეყნის საპორტო შესაძლებლობების შემდგომ განვითარებაზე. აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე. საუბარი ასევე შეეხო მეზღვაურთა კვალიფიკაციის და საზღვაო განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.

მსგავსი