საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ბათუმში
საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გაიხსნა ბათუმში – რეგიონის ყველაზე მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმა, სადაც საზღვაო და ლოგისტიკური საკითხები განიხილება. მიზანია საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცება, შუა დერეფნის განვითარების პოტენციალის წარმოჩენა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერება. ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აქცენტი გლობალური ეკონომიკის ახალ გამოწვევებზე, მარშრუტების დივერსიფიკაციაზე, მიწოდების ჯაჭვების მდგრადობისა და ევროპასა და აზიას შორის საიმედო კავშირების როლზე გაამახვილა. ორდღიან ფორუმში 40-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე დელეგატი მონაწილეობს.
მერაბ წულუკიძის ჩართვა #მოამბე