სოფლის მეურნეობის ხელშეწყობასა და ქვეყანაში არსებულ რესურსზე მთავრობის მეთაური ფერმერებს ესაუბრა. გიორგი გახარია ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს სოფელ ნიქოზში იმყოფება. შეხვედრაზე აქცენტი არა მხოლოდ ქვეყნის მომარაგების კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე, არამედ ექსპორტის პოტენციალზეც გაკეთდა.