პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

22:18, 07.01.2025

ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა ოჯახებს საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით საქართველოს პრემიერ-მინისტრი უსამძიმრებს. ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „X“-ში მიწისძვრის შედეგად დაშავებულებს სოლიდარობას უცხადებს. „ღრმად დამწუხრებული ვართ ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო. საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენი ფიქრები და ლოცვები დაშავებულებთანაა და ჩვენ სოლიდარულები ვართ ამ მძიმე დროს“, – აღნიშნავს პრემიერი.

მსგავსი