ტიბეტში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 120-ს გადააჭარბა. სტიქიის შედეგად 188 ადამიანი დაშავდა. მიწისძვრის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრის რადიუსში სამი ქალაქი და 27 სოფელია, სადაც დაახლოებით შვიდი ათასი ადამიანი ცხოვრობს. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, ტიბეტში, წმინდა ქალაქ შიგაცეში მიწისძვრის სიმძლავრემ 7.1 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიამ სახლები და შენობები დაანგრია. მიწისძვრის შედეგად 1 000-ზე მეტი შენობა დაზიანდა. ჩინეთის მეტეოროლოგიური ადმინისტრაციის ცნობით, ტინგრის ოლქში, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს ტემპერატურა მინუს რვა გრადუსია და დღეს საღამოს მინუს 18-მდე დაეცემა. რეგიონში შეფერხებულია როგორც ელექტროენერგიის, ასევე წყლის მიწოდება. ჩინეთის საჰაერო ძალებმა დაზარალებულ რაიონში სამაშველო სამუშაოები დაიწყო.