პრემიერ-მინისტრის განცხადება

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ავსტრალიაში მომხდარ ფაქტს და დაზარალებულებს თანადგომა გამოუცხადა.

„საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის სამიზნეც ებრაული თემის წევრები იყვნენ. ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ დაზარალებულებს და დაშავებულებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრალიის ხალხსა და მთავრობას. ანტისემიტიზმის აქტები ძირს უთხრის ჩვენს საერთო ღირებულებებს და მტკიცედ უნდა დავუპირისპირდეთ მათ, სადაც არ უნდა ხდებოდეს.“ – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.