პრემიერ-მინისტრის განცხადება

აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები თვის ბოლომდე გათავისუფლდებიან, თუმცა, ეს არ ეხება ადამიანებს, რომლებიც სისხლის სამართლებრივი ბრალდების ქვეშ არიან წინასწარ პატიმრობაში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და ისაუბრა საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტსა და შეხვედრებზე.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ალენ ბერსესთან საუბარი გაიმართა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებითაც და ამ საკითხზე მსჯელობისთვის მზაობა დააფიქსირა.

კიდევ რაზე ისაუბრა პრემიერმა, – გზავნილებს ანა ბროლაძე გაგვაცნობს.