ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის გზავნილები

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. ალენ ბერსეს განცხადებით, მთავრობისგან საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების გათავისუფლებისა და ასევე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსის შეცვლის დაპირება მიიღო. ამასთან, ბერსეს თქმით, პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს და საქართველოში ყველა ძალა ვალდებულია, ჩაერთოს დიალოგში. პრესკონფერენციის დასაწყისში ევროპის საბჭოს გენმდივანმა განაცხადა, რომ საქართველოში არ ჩამოსულა არჩევნების ლეგიტიმაციისთვის. „საქართველოსთვის კრიტიკული დროა. საქართველო სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო დებატით, მაღალი დონის ძალადობით. მე აქ უპირველესად იმისთვის ვარ, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო საქართველოს და მის მოსახლეობას,”- განაცხადა ალენ ბერსმა.

ასევე, როგორც ბერსემ აღნიშნა, მან მიმართა სახელმწიფო უწყებებს, არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავონ და სწრაფი გამოძიება უზრუნველყონ.

მანანა დევაძე პრესკონფერენციის დეტალებით პირდაპირ ეთერში #მოამბე

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადება -„მოამბის“ სპეციალური გამოშვება #LIVE