პრემიერ-მინისტრი უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს საზაფხულო ბანაკში შეხვდა
უკრაინის მოქალაქეების დახმარების პროცესი გრძელდება – კიევიდან ჩამოსული ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილები, მთავრობის ინიციატივით, საზაფხულო ბანაკში ისვენებენ. მათ პრემიერი და განათლების მინისტრი შეხვდნენ. სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის ორი კვირის განმავლობაში კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობებია დაგეგმილი. მათთვის ასევე მოეწყობა ექსკურსიები.