პრემიერ-მინისტრი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ სამშვიდობო შეთანხმებას გამოეხმაურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ სამშვიდობო შეთანხმებას ეხმაურება. ირაკლი კობახიძე შეთანხმებას ისტორიულს უწოდებს და მხარეებს ულოცავს. „საქართველო მიესალმება ამ ისტორიულ მომენტს სომხეთის, აზერბაიჯანის,  რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის! ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს ამ წარმატებას – ისტორიული მშვიდობის შეთანხმების მიღწევას და რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ეპოქის დაწყებას! საქართველო ყოველთვის იდგა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარეს და მომავალშიც გააგრძელებს მის მტკიცე მხარდაჭერას,“- წერს ირაკლი კობახიძე.

„სამხრეთ კავკასიის მშვიდობის პაქტი“