„სამხრეთ კავკასიის მშვიდობის პაქტი“ 

12:15, 09.08.2025
„სამხრეთ კავკასიის მშვიდობის პაქტი“ — ახალი ეპოქა რეგიონში. სომხეთმა და აზერბაიჯანმა, შეერთებული შტატების შუამავლობით, თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას, სამშვიდობო დოკუმენტს ხელი მოაწერეს. მხარეები იღებენ ვალდებულებას, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და ოფიციალურად დაასრულონ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. შეერთებულ შტატებს კი ენიჭება ექსკლუზიური უფლება, განავითაროს სტრატეგიული სატრანზიტო დერეფანი სამხრეთ კავკასიაში. სამშვიდობო პაქტთან ერთად, აშშ-მ თითოეულ ქვეყანასთან ხელი მოაწერა ორმხრივ ხელშეკრულებებს ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, ეკონომიკის, საზღვრის უსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტის, ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის სფეროებში.
სამიტის დასრულებისას სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა დონალდ ტრამპს მოლაპარაკებებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

მსგავსი