ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ხაშურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. სამუშაოები მოიცავს ცენტრალური მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობას, სამ შენობას და ორ სკვერს, მიმდინარეობს გიორგი სააკაძისა და მერაბ კოსტავას ქუჩებზე არსებული შენობების ფასადების განახლება, აგრეთვე ცენტრალური მოედნისა და დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია, სადაც დღეს პრემიერი ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა.
ასევე, მთავრობის მეთაურმა სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის განახლებული სახლ-მუზეუმი დაათვალიერა. მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 8 500 ათასამდე ლარს შეადგენს.