საქართველოს პრემიერ-მინისტრი 18 ივლისს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების მასპინძელი გაერთიანებული სამეფოა. შეიკრიბება 50-მდე ქვეყნის ლიდერი. განხილვის მთავარი თემები უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და არალეგალური მიგრაციაა. სამიტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეოთხე სამიტში საქართველოს პრემიერი დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს.