მთავრობის მეთაურმა დღეს ასევე უპასუხა შეკითხვებს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც ამნისტიას შეეხება. „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი, დაუყოვნებლივ გათავისუფლების სახით დაახლოებით 10%-მდე პატიმარს შეეხება. საერთო ჯამში კი ამნისტია სხვადასხვა ფორმით პატიმრების ერთ მესამედზე და 300-მდე მუხლზე გავრცელდება. პროექტი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებულებს არ შეეხება.