ტურიზმის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავარი ტურისტული პორტალის პრეზენტაცია გამართა. Georgia.travel-ის ახალი ვებგვერდი 70-მდე ქვეყნის ტურისტული პორტალის კვლევისა და ანალიზის შედეგად მომზადდა. ვებგვერდზე საქართველოს მნიშვნელოვანი სანახაოებებისა და ტურისტული პროდუქტების შესახებ 3 200-მდე სტატია მომზადდა და აიტვირთა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ინტერაქციული რუკით ვიზიტორს შეუძლია, გაფილტროს რეგიონები, შეარჩიოს კონკრეტული ადგილები და დაგეგმოს მოგზაურობა საქართველოში. ვებგვერდზე წარმოდგენილია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ერთიანი ბაზაც, რაც მოგზაურობას უფრო გაამარტივებს.