პოლონეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა

რუსეთის  იმპერიული ამბიციები ბოლო ათწლეულების განმავლობაში განახლდა, რადგან  2008  წელს ის საქართველოს დაესხა თავს. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, თეთრ სახლში, დონალდ ტრამპთან  ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მისი თქმით, განიხილება შესაძლებლობა, რომ აშშ-მა პოლონეთში შეიარაღებული კონტიგენტი გაზარდოს. ანჯეი დუდას თქმით, ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფნა „უსაფრთხოების უზარმაზარი გარანტიაა“.   პოლონეთში შეიარაღებული ძალების გადასროლას, რუსეთისთვის „ძლიერ სიგნალად“ მიიჩნევს დონალდ ტრამპიც, რომელიც პოლონეთში კონტიგენტის გაზრდის მიუხედავად, იმედოვნებს, რომ რუსეთთან ურთიერთობას მოაგვარებს. ანჯეი დუდა პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც ვაშინგტონს პანდემიის შემდეგ ეწვია. ლიდერებმა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებსა და ორ ქვეყანას შორის თავდაცვითი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

ანჯეი დუდამ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ ისაუბრა – რუსეთის იმპერიული ამბიციები განახლდა, რადგან 2008 წელს ის საქართველოს დაესხა თავს